Wednesday, July 9, 2014

სასწავლო პროექტი

                                                                            
            
    1.პროექტის სახელწოდება:  „ხილის მესხური ჯიშები“
    2.პროექტის მთავარი იდეა: ხილის  ადგილობრივი „მესხური ჯიშების“ მოძიება ,გადარჩენა, შემდგომი პოპულარიზაცია და რაიონის სკოლების მოსწავლეების საშუალებით რაიონის სოფლებში გავრცელება.  
   3.პროექტის აქტუალობა:  ხილის „მესხური ჯიშების’’  გაქრობისაგან გადარჩენა.  რადგანაც დიდი ხანია მათ ადგილს იკავებს სხვა და უკვე გენური ინჟინერიით გამოყვანილი ჯიშებიც.                             
    4.პროექტის მიზნები :ხილის ადგილობრივი  ,,მესხური ჯიშების’’ მოძიება, შენარჩუნება, შემდგომ გავრცელება და პოპულარიზაცია.
     5.მონაწილეთა ასაკი: 12 წელი.
     6.ვადა-ხანგრძლივობა: 5წელიწადი.
     7.მოსალოდნელი შედეგები: გადავარჩენთ ხილის  ,,მესხურ ჯიშებს’’ გაქრობისაგან. გამოვიყვანთ  ამ ჯიშების ნერგებს. დავუბრუნებთ   და აღვუდგენთ მოსახლეობაში პოპულარობას. გავავრცელებთ რაიონის ყველა სოფელში.
     8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ავტომობილის საწვავი (სჭირო რაოდენობა),ბარი-10 ცალი. თოხი-10 ცალი.ვედრო-10 ცალი. სასხლავი მაკრატელი 3-ცალი. მცენარეთა შესასწავლი აპარატი 1-ცალი.
     9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): სანერგე ნაკვეთის გამოყოფა, შერჩევა,მოწყობა. 
      სანამყენე საძირეების გამოყვანა.
      სხელმწიფო სასაზღვრო ზოლიდან(ოლოდის ეკლესიის  ტერიტორიიდან) და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების ბაღებიდან  ჯიშების შერჩვა და სანამყენე კალმების აღება . მყნობის ჩატარება. ნამყენი ნერგების გამოყვანა.ასპინძის სკოლებთან დაკავშირება ნერგების გავრცელების მიზნით.
      მეცნიერმუშაკებთან და პრაქტიკოს მებაღეებთან მოძიებულიჯიშების ხარისხობრივი თვისებებისა და მოვლის შესახებ მცირე ბუკლეტის მომზადება პოპულარიზაციის მიზნით.
      10 .საგნებთან (საგნობრივ ჯგუფრრებთან )ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  პროექტის საქმიანობა მასში ჩართულ მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად განუვითარებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში კვლევიჩვევებს,რაც მოსწავლეებს საშუალებას მის ცემს შეიცნონ სამყარო.ჩაერთონ  საზოგადოებრივი საქმიანობის სხვა და სხვა სფეროში. იგრძნონ პასუხისმგებლობა  საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.
         11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) რამინ ბუცხრიკიძე.

          12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:bucxrikidze51@gmail.com